ბავშვი და კომპიუტერი. როგორ გადავაქციოთ მავნე ჩვევა სასარგებლოდ
ბავშვების კომპიუტერზე დამოკიდებულება და ამ საკითხზე მშობლების უკმაყოფილება არაერთხელ მოგვისმენია. როგორ
უნდა განვსაზღვროთ ნორმალურია ბავშვის ქცევა თუ ეს გართობა უკვე დაავადებაში გადაიზარდა? ამაზე პასუხს ქვემოთ
შეიტყობთ.
რაიმეზე დამოკიდებულება, ამ შემთხვევაში კი - თამაშზე, პირველ რიგში განისაზღვრება ფსიქოლოგიური მიზეზებით. ერთ-ერთი
მთავარი მიზეზი კომპიუტერთან დამოკიდებულების შეიძლება იყოს რთული სიტუაცია ოჯახში ან იმ გარემოში სადაც ბავშვი ხშირად
იმყოფება. ბავშვის ლტოლვა კომპიუტერული თამაშებისადმი საკმაოდ დასაფიქრებელი საკითხია.
სიმპტომები, რომელიც კომპიუტერული დამოკიდებულების დროს გვხვდება:
ფსიქოლოგიური მოუთმენლობა, რომელიც იმ მომენტის ლოდინით არის გამოწვეული თუ
როდის დაჯდები კომპიუტერთან
კონტროლის დაკარგვა დროზე
მუდმივად კომპიუტერთან ჯდომის სურვილი
სხვა საგნებისადმი ინტერესის დაკარგვა
კომუნიკაციის სირთულე გარშემომყოფებთან
კომპიუტერთან დამოკიდებულებას თან ახლავს მოვლენები, რომელიც აზიანებს მოზარდის ჯანმრთელობას და იწვევს:
თვალის სიმშრალეს (რაც პირდაპირ მოქმედებს მხვედელობაზე)
უმადობას (ძირითად შემთხვევაში მოზარდებს უყვართ კომპიუტერთან ჭამა)
გაფანტულობას
უძილობას
თავისა და წელის ტკივილს.
დამოკიდებულება კომპიუტერზე იწვევს ისეთ ფსიქოლოგიურ ტრამვებს, სადაც უმეტეს შემთხვევაში ერთადერთ საშველად სპეციალისტის ჩარევა გვევლინება ხოლმე. გასათვალისწინებელია, რომ მშობელმა ადრევე მიიღოს საჭირო ზომები.
მოდით, თავდაპირველად გადავხედოთ ბავშვის გარემოს:
არის იმის ალბათობა, რომ ვიღაც ან რაღაც თრგუნავს ბავშვს?
იქნებ მოზარდს ექმნება არასრულფასოვნების გრძნობა და უჭირს რეალობაში თავის
დამკვიდრება.
იქნებ თავს გრძნობს დაუცველად? (გადახედეთ თითოეული ოჯახის წევრის
დამოკიდებულებას ბავშვისადმი).
შეიძლება მას შეექმნა გარკვეული პრობლემები სკოლაში, რომელიმე საგნის
ათვისებაში და მას ეშინია ამის გამხელა?!
ბავშვს პრობლემები აქვს თანატოლებთან.
სასარგებლო იქნება თუ:
შეამცირებთ ბავშვის მკაცრ კონტროლს და აგრძნობინებთ, რომ მისი აზრი
მნიშვნელოვანია თქვენთვის.
ბავშვი დაინახავს, რომ მას სხვა მრავალი საქმის გაკეთება შეუძლია.
ხელს შეუწყობთ სხვადასხვა სფეროებით დაინტერესებაში. ისეთი საშინაო დავალებებით
კი როგორიცაა : ჭურჭლის რეცხვა და ნაგვის გადაყრა, ვერაფერს მიაღწევთ.
საუკეთესო საშუალება მოზარდის კომპიუტერული თამაშებიდან მოშორებისა გახლავთ შემდეგი:
ბავშვმა უნდა იგრძნოს რეალური გამარჯვების გემო, რომელშიც იგი ჩადებს რეალურ შრომას. აუცილებლად გაითვალისწინეთ ბავშვის შესაძლებლობები და იმის მიხედვით მიეცით დავალება. საქმე, რომლის შედეგსაც დაინახავს და იგრძნობს გამარჯვებას.
ნუ შეხედავთ კომპიუტერთან ჯდომას, როგორც მხოლოდ მავნე ჩვევას. მშობელმა ბავშვს მაქსიმალურად უნდა დაანახოს კომპიუტერის სხვადასხვა მხარეები და ასწავლოს პოზიტიური კუთხით მოხმარება. მაგალითად: შეიძლება, რომ რაიმე საინტერესო სფერო ვაპოვნინოთ ბავშვს, იმის გათვალისწინებით რა უყვარს და რა მოეწონება. ვუქციოთ რაიმე საქმიანობა ან სფერი ჰობად და დავეხმაროთ, რომ იმ მიმართულებით გამოიყენოს კომპიუტერი. თუ კითხვა იცის იკითხოს ან უყუროს ვიდეოებს იმ საქმიანობის შესახებ რაც მისთვის საინტერესოდ იქცევა.
ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ კომპიუტერის მეშვეობით ბევრად საინტერესო ინფრომაციების მოძიება შეუძლია, ვიდრე თამაში და სოციალური ქსელებია.
გამოყავით დრო ბავშვისთვის
ერთი მხრივ, მოზარდი იხრება დამოუკიდებლობისკენ, მეორე მხრივ კი - მას სჭირდება მშობლების მხარდაჭერა და ყურადღება. მნიშვნელოვანია დროის გამონახვა ბავშვთან საურთიერთოდ. მოსმენასთან ერთად უნდა გაიზიაროთ მისი გრძნობები და განცდები. არავითარ შემთხვევაში არ გამოსძალოთ მას სათქმელი, შეარჩიეთ შესაბამისი დრო და ვითარება. იგი თავად გაიხსნება თქვენთან.
აგრძნობინეთ ბავშს, რომ თქვენ მას თვლით ზრდასრულად. გაიზიარეთ მისი აზრები და დაანახეთ, რომ თქვენთვის მისი შეხედულებები მნიშვნელოვანია.
აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ მოზარდობის ასაკში ბავშვმა თავი იგრძნოს ოჯახის სრულფასოვან წევრად.
აგრძნობინეთ ბავშვს, რომ იგი დამოუკიდებელია, გაიზიარეთ მისი გადაწყვეტილების მნიშვნელობა. ბავში ამ მეთოდებით გახდება უფრო დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი.
აქვე გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება და დამოკიდებულებები აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში.
კომპიუტერი 21 საუკუნის დიდი მიღწევაა, გვერდს ვერ ავუვლით მასზე დიდ ინტერესს, ამიტომ მარსომ, ბავშვებში ინტელექტუალურ
განვითარების პროცესში გარკვეულწილად კომპიუტერი ჩართო. ჩვენ ვაწვდით ბავშვებს ახალ საინტერესო თემას, ვუყვებით თემის
ირგვლივ საინტერსო ინფორმაციას და ვცდილობთ ბავშვებს ამ თემის ირგვლივ ინტერესი გავუჩინოთ, რათა თავად მოუნდეთ გაიგონ
უფრო მეტი და ამაში კომპიუტერი/ინტერნეტი დაიხმარონ.
5-7 წლამდე ბავშვები, რომლებმაც ჯერ კითხვა არ იციან, ოჯახის წევრებს სთხოვენ ხოლმე დახმარებას საინტერესო ინფორმაციის
გაცნობაში, უზიარებენ უკვე არსებულ ცოდნას, ეს კი ძალიან სახალისოს და საინტერესოს ხდის ოჯის წევრებს შორის
დამოკიდებულებას.
მაგრამ, როგორც ზევით აღვნიშნეთ კომპიუტერულ თამაშებში ბავშვებს მოსწონთ აზარტი და მოგება. სწორედ ამის გათვალისწინებით ჩვენ, მარსოში შევქმენით საბავშვო ინტელექტუალური ცენტრი და ყოველ თვიურად ბავშვები ემზადებიან საკუთარი ცოდნის დემონსტრირებისთვის და თამაშობენ "საბავშვო ინტელექტუალურ თამაშებს", რომელიც აზარტულია და იმ ცოდნის შედეგებს ავლენს რაც მათ მარსოში ისწავლეს.
თქვენც ეთამაშეთ ბავშვებს ბევრი, ასწავლეთ საკუთარი ძალების დემონსტრირება, მოგება და წაგებაც. რაც მეტ დროს გაატარებთ მათთან, მით ნაკლებად ექნებათ სურვილი კომპიუტერთან მიჯაჭულობის!
© მარიამ შარიქაძე,
ფსიქოლოგი