სასკოლო მზაობა


რას ნიშნავს სასკოლო მზაობა და როგორ ემზადებიან ბავშვები სკოლისათვის მარსოში.

- სკოლა ადამიანის განათლებაში პირველი საფეხურია, შესაბამისად პირველი ნაბიჯის გადადგმა ბავშვისთვის და მისი ოჯახისთვის მეტად საპასუხისმგებლოა და როგორც წესი ამაღელვებელი. სკოლაში პირველივე დღიდან ჩნდება ახალი ვალდებულებები და წესები, რომლებსაც ისინი უნდა დაემორჩილონ.
ბავშვის განვითარებისა და ადრეული განათლების სფეროში განხორციელებული კვლევების საფუძველზე მეცნიერები თანხმდებიან რომ სკოლისათვის მზაობა სხვადასხვა უნარებს გულისხმობს.
ესენია:
მოსწავლის ფიზიკური და მოტორული მზაობა, წვრილი და ნატიფი მოტორული უნარების განვითარება - რომელზეც,  მარსოში შემოქმედებითი უნარების განვითარებასთან ერთად ვზრუნავთ.

ენობრივი განვითარება, გულისხმობს -  ვერბალური და წიგნიერი უნარების განვითარებას, ნაბეჭდი მასალის მიმართ ინტერესს, გააზრებას, გადმოცემის უნარს, ლექსიკურ მარაგს და წერის საწყის უნარებს.
მოსწავლეს, თუ წინასწარ არ გავუჩინეთ ბეჭდური მასალის მიმართ ინტერესი, მისთვის კითხვის დაწყება უინტერესო და უსაფუძვლო იქნება. ამიტომ ამ ინტერესის გაღვივებაში მშობლებსაც ვიწვევთ, იკითხეთ რაც შეიძლება მეტი თქვენ შვილთან ერთად!

შემეცნება და ზოგადი ცოდნა,  მარსოში დიდ ყურადღებას ვაქცევთ მოზარდის აღქმას, ჩვენი პროგრამით ვცდილობთ დავეხმაროთ გაიაზროს, რა ხდება სამყაროში მის ირგვლივ, რა არის მზაის სისტემა, რატომ არის მხოლოდ დედამიწაზე სიცოცხლე, როგორ შეიქმა ეს სამყარო სადაც იგი ცხოვრობს, რა ხდება მის გარშემო, როგორ მოვედით დღემდე და რისი გაკეთება შეგვიძლია ხვალ. 
ჩვენი მიზანია განვსაზღვროთ -  რა? ვისწავლოთ როგორ? და გავიგოთ რისთვის?

სოციალური და ემოციური განვითარება, იგულისხმება სხვებთან ურთიერთობის უნარი - რიგითობის დაცვა და თანამშრომლობა, საკუთარი თავის აღქმა - ვინ ვარ და რა შემიძლია,  გუნდურობის შეგრძნება ჯგუფში .
ჩვენი დამხმარე აქტივობა "საბავშვო ინტელექტუალური თამაშები" სწორებ განსაზღვრულია ამ უნარის წარმატებით განხორციელებისათვის, სადაც მოსწავლეები საკუთარ თავს პოულობენ, აქვთ განცდა ლიდერობის ხოლო შემდეგ, ირგებენ როლს ჯგუფში და ხდებიან კარგ "თანამშრომლები". 
აქვე ცოტა რამ "საბავშვო ინტელექტუალირი თამაში"ს შესახებ: ჩვენი თამაში დაახლოებით "რა სად როდის" ფორმატისაა, ბავშვები სხდებიან მრგვალი მაგიდის გარშემო რომელზეც სპეციალური ბორბალია განთავსებული. ჩვენ წინასწარ ვამზადებთ კითხვებს და ვალაგებთ მაგიდაზე, თითოეული კითხვა ქულით ფასდება. თამაში აზარტულია და ბავშვები გულმოდგინედ ერთვებიან, მოგება/წაგებას წამყვანი არეგულირებს - მოსწავლეების ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით. ამ თამაშით ჩვენ განათლების და ცოდნის პრიორიტეტს ვაჩვენებთ ბავშვებს. მათი შემართება სწავლის მიმართ იზრდება, უდიდესი მოტივაცია აქვთ იყვნენ ლიდერები და ამავდროულად სწავლობენ გუნდურობას.

სწავლისადმი მიდგომა, - ჩვენ ვირჩევთ თამაშით სწავლას, რადგან თამაშის დროს ყველაზე დადებითი ემოციები იღვიძებს ბავშვში და ასე ნასწავლი ყველაზე დიდიხანს ამახსოვრდება.
ადამიანი ცოდნას მთელი ცხოვრების განმავლობაში აშენებს, ხოლო რაც უფრო ძლიერია მისი ფუნდამენტი, რომელიც სწორედ ამ ასაკში იყრება, მით უფრო დიდი და ფართოდ შენების წინაპირობაა. 

 

მარსოში სამი სასკოლო მზაობის ჯგუფი ემზადება სკოლისთვის.
აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ჯგუფი დროის მიხედვით და დარეგისტრირდით.
გისურვებთ წარმატებას!

 

I

ჯგუფი

 

დრო: 09:30 - 13.30 • ორშაბათი/სამშაბათი/ოთხშაბათი/ხუთშაბათი/პარასკევი   

 (ფასი: 230ლ. თვეში)

II

ჯგუფი

 

დრო: 16.00 - 18.00 • ორშაბათი/ოთხშაბათი/პარასკევი  

(ფასი: 180 ლ. თვეში)

III

ჯგუფი

 

  დრო: 16.00 - 18.00 • სამშაბათი/ხუთშაბათი

  (ფასი: 140 ლ. თვეში)