მარსო "საზაფხულო სკოლა" პატარა ინტელექტუალებს ელოდება, რომ ერთად გაეშურონ შორეულ მოგზაურობებში!

მარსო "საზაფხულო სკოლა" პატარა ინტელექტუალებს ელოდება, რომ ერთად გაეშურონ შორეულ მოგზაურობებში!

მარსოს საზაფხულო სკოლა, მოგზაურობას იწყებს მსოფლიოს გარშემო თავგადასავლების ძიებაში!

 თავდაპირველად, მარსო თავის ეკიპაჟთან ერთად მიადგება დიდი ბრიტანეთის სამეფოს. მათ ინგლისურის ცოდნა დაეხმარებათ, რომ გაიცნონ რობინ ჰუდი და მისი მეგობარი ჯონი, გაიგონ მათი კეთილი საქმეების შესახებ და ერთად გააგრძელონ მოგზაურობა კეთილი საქმეების საკეთებლად.

 გზად დაუმეგობრდებიან მისტერ ფილიას ფოგს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს დედამიწის გარშემო მოგზაურობა 80 დღეში. ამ მოგზაურობის დაწყებისათვის მარსოს და მის ეკიპაჟს, მათ ახალ მეგობრებთან ერთად აუცილებლად დასჭირდებათ გემი, ისინი გემის ძიებაში შეხვდებიან კაპიტან გრანტის შვილებს - მერის და რობერტს, რომლებიც აპირებენ  მამის მოძებნას, რადგან კაპიტნის გემმა განიცადა კატასტროფა.აი, პირველი კეთილი საქმე, რომელიც მარსოს სკოლამ და მისმა მეგობრებმა  უნდა გააკეთონ.

 დადგა ზღვაში გასვლის დღეც. ამ კრუიზის დროს გზაში მათ, უამრავი  საინტერესო თავგადასავალი ელით. ერთ-ერთია საიდუმლო კუნძლის აღმოჩენა, რომლის ნაპირებსაც გემი „დუნკანი“ მიადგება, სადაც ისინი  მრ. სმიტსა და მის მეგობრებს შეხვდებიან, რომელთაც კუნძულიდან გასვლის იმედი გადაწურული აქვთ. მრ. სმიტი და მისი მეგობრები დიდი სიხარულით შეუერთდებიან გემი „დუნკანის“ ეკიპაჟს. საიდუმლო კუნძულზე, თურმე განძი იმალება, რომელსაც ახლად შეკრებილი მეგობრები აღმოაჩენენ და ამ განძით დატვირთულნი ყველა ერთად განაგრძობს გზას.

 მარსო ამ საინტერესო მოგზაურობის დროს მეგობრებს ასევე ასწავლის, როგორ აღმოაჩინონ საკუთარ თავში დამალული განძი, რომლიც მატრიალურზე ბევრად მნიშვნელოვანი და აღმატებულია. ეს კი თითოეულ ადამიანში ღმერთისგან დამალული ძალაა, რაც უნარს ნიჭს და ცოდნას ნიშნავს.

 მარსო მეგობრებთან ერთად ამ მოგზაურობის დროს გაიცნობს მსოფლიოს და მსოფლიო ხალხთა კულტურას. გასცდება დედამიწას და  კოსმოსიდან დააკვირდება მზის სიტემას და გალაქტიკას, საიდანაც ყველა ერთად დაბრუნდება უძველესი ცივილიზაციის, ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანაში. ეს ქვეყანა კი გახლავთ მარსოსა და მისი მეგობრების სამშობლო - საქართველო.

გაგვიზიარეთ თქვენი ემოცია