Ⴑაბავშვო ინტელექტუალური თამაშები

5/14/2017
Ⴑაბავშვო ინტელექტუალური თამაშები

თამაში, რომელიც მეორე წელია ახარებს ბავშვებს და ასწავლის ინტელექტუალური უნარებით გამარჯვების სიხარულს.

5-6 წლის  ბავშვი, საკუთარი ინტელექტუალური უნარებით გამარჯვებას რომ სწავლობს, ეს წარმატებული კარიერის და ცხოვრეის საწინდარია.

 სწორედ ეს იდეაა ჩადებული მარსოს სასკოლო მზაობის პროგრამაში, ვასწავლოთ ბავშვებს საკუთარი ინტელექტუალური უნარების გამოცდა, გამარჯვების სიხარული, რომ ამის ჟინით მთელი ცხოვრება უნდოდეთ ისწავლონ  რაღაც ახალი...

 ძალიან ამაყი ვხდები, ყოველი თამაშის შემდეგ ბავშვების გაბრწყინებულ სახეებს რომ ვხედავ. ვხვდები იდეამ გაამართლა, ვგრძნობ როგორ უხარიათ საკუთარი ცოდნა და ამაყობენ ამით, ვრწმუნდები რომ ჩვენ ცოდნის მარცვალს ვდებთ მათში, რომელსაც ისინი უფრო და უფრო გააღვივებენ, მეიმედება თითოეული მათი წარმატება მომავალში ჩვენი დამსახურებაც  იქნება. 

 სულაც არაა აუცილებელი ამ ასაკში ბავშვმა იცოდეს ეს ყველაფერი, მაგრამ ეს სწორედ ის ასაკია, როდესაც ბავშვს სურს იყვეს განსაკუთრებული და ადგილი დაიმკვიდროს სულ წინ...

ხშირად მიფიქრია რას ფიქრობენ მშობლები, როდესაც შვილების თამაშს live video რეჟიმში ვუშვებთ  ფბ. დახურულ ჯგუფებში. ალბათ ამაყები არიან, ეს თავისთავად მაგრამ არის რო საჭირო 5-6 წლის ასაკში ბავშვმა იცოდეს ამდენი რამ?

  • როგორ შეიქმნა სამყარო, მზის სისტემა და პლანეტები
  • მიწა, წყალი და ჰაერის მნიშვნელობა, როგორ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე
  • კონტინენტები და ოკეანეები თავისი ბინადრებით 
  • უძველესი ადამიანები, როდის რა გამოიგონეს და სად რა აღამოაჩინეს 
  • ხელოვნება თავისი დარგებით და გამოჩენილი ადამიანებით 
  • უძველესი ცივილიზაციები და მსოფლიოს საოცრებები 
  • მითები და ლეგენდები 
  • თანამედროვე კულტურა - ხელოვნება (თეატრი, კინო, მუსიკა, მწერლობა)

ეს არის ცოტა ცოტა ყველაფერზე, რაც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს და ვფიქრობ თუ ბავშვი სკოლაში წასვლამდე გაიცნობს სამყაროს, უფრო კონკრეტული გახდება მისთვის სკოლა და ის მოლოდინები რასაც უფროსები  მათზე ამყარებენ.

 სკოლაში წასვლა მხოლოდ წერა-კითხვა და ანგარიში სულაც არ არის, სკოლა ბავშვს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის უნდა ამზადებდეს, სკოლაში უნდა გადაწყვიტოს ბავშვმა თავისი მომავალი პროფესია, რომელიც მის ცხოვრებას შექმნის.
დიახ, სკოლა ადამიანის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი საფეხურია, რომლისთვისაც განსაკუთრებულად უნდა მოვამზადოთ ბავშვი, რომ პირველივე დღიდან იცოდეს რა მიზანი აქვს მის ნაბიჯს სკოლაში.

სკოლამდელი ცოდნა მხოლოდ საძირკველია, თუ საძირკველი დიდი და მყარია მით მეტის შენება შეიძლება მასზე!

გაგვიზიარეთ თქვენი ემოცია