გამოფენა მარსოში - პროექტი: "ხელოვნებით ვუწვდით ხელს"

6/12/2017
გამოფენა მარსოში - პროექტი: "ხელოვნებით ვუწვდით ხელს"

  „ხელოვნებით ვუწვდით ხელს “

ეს მარსოს პროექტია, რომლითაც ბავშვებს სხვადასხვა სოციალურ აქტივობაში ჩართულობას ვასწავლით.

11 ივნისს პატარა მხატვრებმა საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს და საკუთარი შემოქმედებით სცადეს წვლილი შეეტანათ ემიგრანტი ბავშვების ქართულ წიგნიერებაში.
ქველმოქმედება ყოველთვის სასიამოვნო განცდებს ტოვებს, თუმცა ამჟამად განსაკუთრებული შეგრძნებები გვქონდა ყველას დიდს თუ პატარას, რაც იმ წიგნებზე წარწერებით გამოწვეული იყო, რომლებსაც პატარა ქართველები წაიკითხავენ ცოტა ხანში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.  
„წიგნები საქართველოდან“ ეს არაჩვეულებრივი პროექტი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, კერძოდ კი თეონა მაჭარაშვილს ეკუთვნის. თეონა ის ადამიანია,  რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს, უნდა ბევრი ქართული წიგნი შეუგროვოს ემიგრანტებს.  მისი პროექტის მიზანია შეუქმნას ბიბლიოთეკები სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც მათთვის, როგორც თავშეყრის ადგილი, ასევე ქართული სულისა და გულის ადგილად იქცევა.
დიდი მადლობა თეონას, რომ საშუალება მოგვცა ჩვენი პატარა წვლილი შეგვეტანა ამ საოცრად კარგ საქმეში.ჩვენი მოსწავლეები ხომ სკოლისთვის ემზადებიან მარსოში,  წლის ბოლოს კი ამაზე უკეთესი რა უნდა გაგვეკეთებინა?! -  გვეზრუნა ჩვენი დამწერლობის შენარჩუნებაზე, რომელსაც ასეთი სიკეთით სავსე გზებით უკეთ შევძლებთ.

დიდი მადლობა თითოეულ მოსწავლეს და მათ მშობლებს! თქვენ საუკეთესოები ხართ ❤
დიდი მადლობა მარსოს მასწავლებლებს, რომელებიც ყოველთვის სიხარულითა და სიყვარულით მუშაობენ ბავშვებთან და იზიარებენ მარსოს იდეებს.

ბოლოს კი მინდა ტრაბახით ვთქვა, რომ ეს ნამუშევრები ეკუთვნით პატარა მხატვრებს, რომელებსაც პირველი გამოფენა მარსოში ჰქონდათ! 

 

გაგვიზიარეთ თქვენი ემოცია