განახლებულ მარსოში რეგისტრაცია დაიწყო!

11/12/2017
განახლებულ მარსოში რეგისტრაცია დაიწყო!

25 ნოემბრიდან მარსო ახალ გარემოში დაგხვდებათ. პროფესიონალთა გუნდი კი კვლავ განაგრძობს იზრუნოს, თქვენი შვილების შესაძლებლობების წარმოჩენის, მათთვის არჩევანის უფლების მიცემისა და მყუდრო - კომფორტული გარემოს შექმნისათვის.

enlightened "მარსო" გთავაზობთ ფსიქილოგებისა და პედაგოგების მიერ შემუშავებულ პროგრამას სპეციალურად ბავშვებისათვის, რაც მოიცავს ზოგადი განათლების მიღებას, წიგნიერების დონის ამაღლებას, ლოგიკურ აზროვნებას, საკომუნიკაციო უცხო ენების შესწავლას, ქართულისა და არითმეტიკის გაკვეთილებს, ხელოვნების გაკვეთილებს (ხატვა, ძერწვა, ორიგამი, ხელსაქმე), მეტყველების გაკვეთილებს, არტ-თერაპიას და ფსიქოლოგის საათს.

"მარსოს" მთავარი აქტივობა და სავიზიტო ბარათია "საბავშვო ინტელექტუალური თამაშები", რომელიც ყოველი პროგრამის შემადგენლობაში შედის, როგორც მსჯელობის განვითარების, შემეცნების და აზროვნების გაფართოების, ასევე განვლილი მასალის ათვისება - გაანალიზების ყველაზე სახალისო და სასურველი პროგრამის სახეობა.

 

სასკოლო მზაობა "Pre-School"

პროგრამის მიზანია მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის, გავუჩინოთ სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულება და განათლება გავხადოთ პრიორიტეტული. პროგრამაში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ის აქტივობები, რომელიც ბავშვის განვითარებას წინა სასკოლო ასაკში მნიშვნელოვნად საფუძვლიანს გახდის.
პროგრამაში შედის: სასკოლო უნარები, ქართული, არითმეტიკა, ინგლისური, რუსული, ხატვა, ძერწვა, ორიგამი, საბავშო ლიტერატურა, ინტელექტუალური განვითრება, მეტყველება, არტ-თრერაპია, ფსიქოლოგის საათი.

 

შაბათის სკოლა   4-10 წელი

1.  შემეცნებითი პროგრამის მიზანია:  მოსწავლემ, შაბათი გაატაროს მარსოს შემეცნებით - ინტელექტუალურ სივრცეში.

სადაც ისწავლის: 

  • საკომუნიკაციო ინგლისურს.
  • სასკოლო უნარებს (5-6 წელი).
  • 10 საინტერესო და განსხვავებულ თემას, რომელიც გათვლილია ზოგადი ინტელექტულური უნარების ამაღლებაზე.
  • გაიცნობს ასაკის შესაფერის ლიტერატურულ პერსონაჟებს, ავტორებს და გაუჩნდება მოტივაცია იყოს აქტიური მკითხველი

მარსოს მიზანია, შაბათის სკოლამ მოსწავლეებს მისცეს:

  • მოტივაცია
  • სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება
  • აპოვნინოს ძალა რომელიც, თითოეულ ბავშვშია დამალული და დაეხმაროს ამ ძალის დემონსტრირებაში enlightened

2. ხელოვნების კურსის მიზანია: 

მოსწავლემ მარსოში ორი საათი გაატაროს შემოქმედებით გარემოში, სადაც ხალისი და  ფუსფუსია. პროფესიონალ პედაგოგებთან ერთად დახატოს, გამოძერწოს, დაეუფლოს ქაღალდის იაპონურ ხელოვნებას რომელიც გონებრივ შესაძლებლობებს ზრდის, გააკეთოს საინტერსო ნივთები სხვადასხვა შერეული მასალით. ხან ცოტა მოითხუპნოს, ხან კი პირიქით თავი ლამაზი აქსესუარით გაილამაზოსheart

 

საკვირაო სკოლა   4-10 წელი

კვირას, მარსო ორი განსხვავებული ტიპის ხელოვნების გაკვეთილს გთავაზობთ:

4-6 წლამდე მოსწავლეებისთვის: 

კვირას მარსოში გატარებულ ორი საათიდან - ერთი საათი დაეთმობა მეტყველებას, ერთი საათი კი შემეცნებით ხელოვნების გაკვეთილს.

მარსოს მიზანია:

  • მოსწავლემ შეიმეცნოს სამყარო შემოქმედებითად
  • გაიცნოს ხელოვნების დარგები
  • ხელოვნებით - კეთებით ისწავლოს საინტერესო ამბები სამყაროს შესახებ
  • გაიუმჯობესოს მეტყველება და გახდეს უფრო თავდაჯერებული angel

7-10 წლამდე მოსწავლეებისთვის:

კვირას მარსოში გატარებული ორი საათი იქნება მთლიანად ხელოვნების გაკვეთილებით დატვირთული. ბავშვები პროფესიონალ მხატვრებთან ერთად დახატავენ, გამოძერწავენ, დაეუფლებიან ქაღალდის იაპონურ ხელოვნებას, რომელიც საგრძნობლად ანვითარებს გონებრივ შესაძლებლობებს და დაამზადებენ ხელნაკეთ ნივთებს.

მარსოს მიზანია: 

  • მოსწავლე დაეუფლოს ხელოვნების დარგებს: ფერწერა, ძერწვა, ორიგამი და ხელსაქმე რომელიც შერეული მასალაზე მუშაობას გულისხმობს. 
  • სასწავლო წლის განმავლობაში, მოეწყოს გამოფენები და მოხდეს მათი ჩართულობა სხვადასხვა სოციალურ აქტივობაში ხელოვნების გზით. 

 

რეგისტრაცია!

დარეკეთ: 555 09 03 03
ან დარეგისტრირდით მენუდან ( > ჩვენი პროგრამები - აირჩიეთ სასურველი პროგრამა, გადადით და გაიარეთ რეგისტრაცია).

ჩვენ ვზრუნავთ თქვენი და თქვენი შვილებისთვის კომფორტული, სასურველი და ნაყოფიერი გარემოს შექმნისათვის.

გაგვიზიარეთ თქვენი ემოცია