რეგისტრაცია 2016-2017 სასწავლო წლისათვის, მარსოს "სასკოლო მზაობის" პროგრამაზე

8/9/2016
რეგისტრაცია 2016-2017 სასწავლო წლისათვის, მარსოს "სასკოლო მზაობის" პროგრამაზე

ჩვენ არ ვაძლევთ პატარას სკოლის ცოდნას, ჩვენ ვზრდით მასში სწავლისადმი სიყვარულს!

მარსოში მიმდინარე წელს "სასკოლო მზაობის" პროგრამა წარმატებით შედგა. იგი ახლაც მიმდინარეობს, მოსწავლეებმა გაიცნეს ქართული ანბანი, შეიყვარეს მათემატიკა, ანგარიში, უცხოური ენა. მათთვის თამაშით დაწყებულმა სწავლამ პოზიტიურად იმოქმედა, ისინი უკვე მზად არიან მოისმინონ გაკვეთილი 45 წუთის განმავლობაში, გაითვალისწინონ მასწავლებლის მითითებები, გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა და ქონდეთ განათლების მიღების სურვილი.
მომავალი "სასკოლო მზაობის" კურსი მარსოში 19 სექტემბრიდან დაიწყება. სადაც 10 თვის განმავლობაში მოსწავლეები მიიღებენ წინა სასკოლო განათლებას, რაც მათთვის მნიშვნელოვნად პოზიტიურ კვალს დატოვებს მთელი ცხოვრების საგანმანათლებლო პერიოდზე.
მარსოში, მნიშვნელოვანი ყურადღება ენიჭება მოსწავლისთვის, ახალი ცოდნის მიწოდების ტექნიკას. ვითვალისწინებთ, რომ ცოდნა ადამიანში ზრდის პიროვნებას, ამიტომ თამაშები ფსიქოლოგთან ერთად, წინასწარ ამზადებს  და ასწავლის ბავშვს გაიგოს და გაიზიაროს სხვა და სხვა ემოციები, რომელიც, სწავლის  პროცეში მისთვის ადექვატურად აღსაქმელი და მისაღები იქნება.

2016-2017სასწავლო წლის პროგრამაში იქნება - მათემატიკობანა, ქართული ანბანი, ხატვა, ძერწვა, ორიგამი, სახალისო ინგლისური, ზოგადი ინტელექტუალური უნარების განვითარებისთვის ბავშვები მთელი წლის განმავლობაში ისწავლიან საბავშო ლიტერატურას, გაეცნობიან ქართველ და უცხოელ საბავშო მწერლებს, მათ შემოქმედებას. ნახავენ საბავშო ფილმებს (ფსიქოლოგთან ერთად), დაესწრებიან საბავშო სპექტაკლებს და მოაწყობენ საინტერესო დისკუსიებს ლიტერატურის და კულტურის სფეროზე.
ჩვენ ვიცავთ ოქროს შუალედს, რომ ბავშვმა წინ არ გაუსწროს თავის ასაკობრივ განვითარებას და არ დაერღვეს მას ფუნდამენტალური ბავშური ღირებულებები!

იჩქარეთ, დაარეგისტრირეთ თქვენი შვილი მარსოს "სასკოლო მზაობის" კურსზე, რომელიც 12 მოსწავლეს საოცარ სასწავლო წელს ჰპირდება!

გაგვიზიარეთ თქვენი ემოცია