ახალი პროგრამები მარსოში!

9/16/2016
ახალი პროგრამები მარსოში!

2016 წლის 17 სექტემბრიდან, მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, საბავშვო კლუბი „მარსო“ და პროფესიონალთა გუნდი სიყვარულით იზრუნებს თქვენი შვილების შესაძლებლობების წარმოჩენის, მათთვის არჩევანის უფლების მიცემისა და მყუდრო - კომფორტული გარემოს შექმნისათვის. დაახლოებით ერთი წლის წინ, ჩვენი საბავშვო კლუბის პირველ პროგრამას „საკვირაო სკოლა“ წარმოადგენდა, რომელიც გულისხმობდა, რომ დატვირთული სასკოლო კვირის შემდეგ, ჩვენთან მოსული მოსწავლეები გაუზიარებდნენ ერთმანეთს მიღებულ ცოდნას და კიდევ უფრო მეტს შეიძენდნენ ცოდნის გაზიარების მათთვის ყველაზე სასურველი ფორმით-თამაშით.

„მარსოს“ ერთ - ერთ მთავარ აქტივობად კვლავ რჩება „საბავშვო ინტელექტუალური თამაშები“, რომელიც კლუბ „მარსოს“ სავიზიტო ბარათია და ყოველი პროგრამის შემადგენლობაში შედის, როგორც მსჯელობის განვითარების, შემეცნების და აზროვნების გაფართოების, ასევე განვლილი მასალის ათვისება - გააანალიზების ყველაზე სახალიხო და სასურველი პროგრამის სახეობა. წიგნიერების დონის ამაღლება, ზოგადი განათლების მიღება, კითხვისადმი ინტერესის და სიყვარულის გაღვივება და საკომუნიკაციო ინგლისურის შესწავლა - ეს ის პრიორიტეტებია, რომლის ამ ასაკში დანერგვა - ათვისების დაწყება მეტად მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ 17 სექტემბრიდან ჩვენს კლუბს რამდენიმე ახალი პროგრამა დაემატება, რომელიც გულისხმობს 1-2 კლასელებისათვის ხატვასა და სკოლის შემდეგ საშინაო დავალებების შესრულებაში დახმარებას(დასახელებული პროგრამები ყველაზე მოთხოვნადი იყო გასული სასწავლო წლის განმავლობაში). ამდენად, „მარსოში“ იმუშავებს ხუთი სხვადასხვა პროგრამა, რომელიც სკოლაში წარმატებული სწავლისთვის არის შექმნილი და თითოეულ მათგანში გათვალისწინებულია გარკვეული ასაკობრივი საჭიროებები:

1) სკოლის შემდეგ მოსამზადებელი პროგრამა - "After School" 

პროგრამის მიზანია, რომ ის რამდენიმე საათი, რომელსაც მოსწავლე გაატარებს ჩვენს შემეცნებით - ინტელექტუალურ სივრცეში, რაც შეიძლება ნაყოფიერი და სასიამოვნო აღმოჩნდეს, როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლისთვის, ამიტომ „მარსო“ ყოველთვის ცდილობს, საინტერესო სიახლეებით გააკვირვოს პატარები, შეუქმნას მათ ფერადი სამყარო და შესთავაზოს ის, რისი კეთებაც მათ ყველაზე მეტად უყვართ და ეხალისებათ. სწორედ ამიტომ შევადგინეთ პროგრამა, რომელიც მოიცავს ინგლისურს, ხატვას და სკოლის დავალებების შესრულებას.
სიახლეს წარმოადგენს ის გარემოება, რომ განვითარებისთვის აუცილებელ საწყის ცოდნას და უნარ - ჩვევებს გთავაზობთ განსხვავებული ფორმით - საინტერესოდ და სახალისოდ - თამაშით, რადგან ვიცით, რომ  ასეთი ფორმით მიწოდებულ ცოდნას ყოველი პატარა სიხარულით დაეწაფება.

2) ხატვა და ხელოვნების ისტორია

კარგად გვესმის, რომ ყველა ბავშვს უყვარს ხატვა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ხატვის სახალისო გაკვეთილებთან ერთად, შემოგთავაზოთ მათთვის გასაგებ ენაზე მიწოდებული ხელოვნების ისტორია, რომლის საშუალებითაც პატარები გაეცნობიან დიდი მხატვრების და ხელოვანი ადამიანების ბიოგრაფიას, მათ შემოქმედებას: აიმაღლებენ ცოდნას, გაიფართოვებენ თვალსაწიერს, შეექმნებათ სწორი წარმოდგენა ხელოვნებაზე, გაიაზრებენ თუ რა როლს თამაშობს ხელოვნება ადამიანის ცხოვრებაში და კიდევ უფრო მეტად გაუმძაფრდეთ მხატვრობისადმი ინტერესი, ხატვის სიყვარული და მომავალში უკეთ შეძლებენ საკუთარი შემოქმედებითი უნარების მართვას.

3) საბავშო ინტელექტუალური თამაშები“  - (საკომუნიკაციო ინგლისური, წიგნიერება, ინტელექტუალური განვითარება).

პროგრამა გათვლილია 8 – 12 წლამდე მოზარდებისთვის -  წიგნიერება, ზოგადი განათლება(თემებით სწავლა), საკომუნიკაციო ინგლისური.
მონაწილეობის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ერთი კვირითაც, რადგან აქტივობები ისეა გათვლილი, რომ ორშაბათს დაწყებული თემა პარასკევს სრულდება თამაშით და თემის შეინაარსის მიხედვით პროექტების და პრეზენტაციების წარდგენით.
საკომუნიკაციო ინგილური მოსწავლეს საშუალებას აძლებს უკვე არსებული სიტყვების მარაგით, დაიწყოს ლაპარაკი, არსებული ცოდნა გაამდიდროს და პრაქტიკულად გამოიყენოს, ენის შესწავლის მიზანიც ხომ ესაა. გარდა ინგლისურის შესწავლისა, საკომუნიკაციო სავაარჯიშოები და თამაშები მოსწავლეს ეხმარება თანატოლებთან პოზიტიური კომუნიკაციის დამყარებაში.
„საბავშვო ინტელექტუალური თამაში“ დაახლოებით „რა სად როდის“ ფორმატისაა: ბავშვები სხდებიან ოთახის შუაგულში მოწყობილი დიდი, მრგვალი მაგიდის გარშემო, რომელზეც სპეციალური ბორბალია განთავსებული. ჩვენ წინასწარ ვამზადებთ კითხვებს განვლილი მასალიდან, ბავშვსაც ვაძლევთ შესაძლებლობას თავად  მოამზადოს კითხვა და დაუსვას მოწინააღმდეგეთა გუნდს.
ამ მეთოდით ჩვენ ვცდილობთ, რომ მოსწავლეს მარსოში, გავუღვივით ინტერესი ახალი თემის ირგვლივ და გაუჩინოთ სურვილი ჩვენთან მიღებული ინფორმაცია დამოუკიდებლად უფრო საფუძვლიანად შეისწავლოს, ვფიქრობთ რომ ამ მეთოდით, კომპიუტერთან ფუჭად გატარებული დრო უფრო ნაყოფიერი გახდება. 
 

4) სკოლისათვის მზაობა "Pre-School"

 პროგრამის მიზანია, მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის, გავუჩინოთ სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულება და განათლება გავხადოთ პრიორიტეტული, რაც მეტად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმეა. ჩვენ, 10 თვიან სასწავლო პროგრამაში მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ის აქტივობები, რომელიც ბავშვის განვითარებას, წინა სასკოლო ასაკში მნიშვნელოვნად საფუძვლიანს გახდის.
სკოლისათვის მზაობის პროგრამაში სადაც შედის : სასკოლო უნარები, ინგლისური, ხატვა, ძერწვა, საბავშო ლიტერატურა. დამატებული გვაქვს ჩვენი საკვირაო სკოლის პროგრამა, რომელიც ბავშვის ზოგად ინტელექტუალური განვითარებისთვისაა მიმართული. 

5) საკვირაო  სკოლა

ეს არის ჩვენი პირველი პროგრამა, რომელმაც მალევე დაიმსახურა მოწონება და ყველაზე მოთხოვნადი გახდა. მოიცავს ორ ასაკობრივ ჯგუფს:

5-6 წლის ბავშვები - ზოგადი განვითარება, სახალისო ინგლისური, შემოქმედებითი აქიტვობები

7 – 12 წლის ბავშვები - ზოგადი განათლება (თემებით სწავლა), საკომუნიკაციო ინგლისური

ჩვენი პროგრამები, რომლის მოკლე აღწერილობას თქვენ უკვე გაეცანით, 5-12 წლამდე ბავშვებისთვის  არის გათვლილი. ეს ის ასაკია, როდესაც საფუძველი ეყრება ცოდნის მიღებას. მოსწავლეებს ყოველთვის სჭირდებათ, დროულად დაინახონ სწავლის შედეგი და სწორედ ამ მოთხოვნას პასუხობს „მარსოს“  ერთ-ერთი წარმატებული, სახალისო და აზარტული პროგრამა - „საბავშო ინტელექტუალური თამაშები“, სადაც მოსწავლეები მიღებული ცოდნის დემონსტრირებას ახდენენ.

„მარსოს“ მიზანია:

-რა?
-ცოდნა, რომელიც თქვენი შვილის ასაკს შეეფერება, უნდა განვსაზღვროთ ჩვენ!
-როგორ?
-ჩვენ უნდა ვასწავლოთ თქვენ შვილს - როგორ ისწავლოს!
-რისთვის?
-იმისათვის, რომ გაიმარჯვოს, ჯერ აქ - „მარსოში“ - საბავშო ინტელექტუალური თამაშების დროს და, შემდეგ, ცხოვრებაში!

ჩვენ ვზრუნავთ თქვენი და თქვენი შვილებისთვის კომფორტული, სასურველი და ნაყოფიერი გარემოს შექმნისათვის.

ჩვენ ვიცით რომ  ყოველი ბავშვი განსაკუთრებულია!

გაგვიზიარეთ თქვენი ემოცია