თუ ბავშვი უცენზურო სიტყვებს იყენებს

რჩევები // 2/27/2017
თუ ბავშვი უცენზურო სიტყვებს იყენებს
ფსიქოლოგის რჩევები.
როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს, როდესაც ჩვენი შვილი უცენზურო სიტყვებს იყენებს?
 
დედიკოებო და მამიკოებო, არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ბავშვი უცენზურო სიტყვებს იყენებს. ზოგიერთი მშობელი ამ დროს დაიმორცხვებს, არ იცის რით გამოასწოროს შვილის საქციელი და სიტყვები არ ჰყოფნის. ზოგს კი ეუფლება დანაშაულის გრძნობა. ნებისმიერ შემთხვევაში, მშობლის მიდგომა ამ საკითხისადმი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენი წლისაა ბავშვი. თუ ის 3 წლისაა, ბოლოს და ბოლოს ბავშვია და ვერ ხვდება ნათქვამის აზრს, უბრალოდ სადღაც გაიგო და გაიმეორა. 5 წლის ბავშვი კი უკვე უნდა ხვდებოდეს, რომ ეს ცუდია და აღარ უნდა გაიმეოროს.
 
პირველ რიგში მოდით ვიპოვოთ მიზეზი. მაგალითად
1) შეიძლება ბავშვს აქვს ურთიერთობა მათთან , ვინც ამ სიტყვებს იყენებს.
2) ასევე შეიძლება იყოს ის რომ, ბავშვს სურს უფრო მალე გახდეს დიდი.
 
პირველ რიგში - აუცილებელია გაარკვიოთ საკუთარ შვილთან, თუ ვისგან ესმის ყველაზე ხშირად ეს სიტყვები ან ფრაზები. შემდეგ ავუხსნათ, რომ არ არის კარგი ამგვარი სიტყვების გამოყენება, რომ უზრდელობაა და უხერხული.
შემდეგ ჰკითხეთ „უნდა თუ არა მას იყოს უზრდელი, როდესაც გაიზრდება?“ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს მიდრეკილება აქვთ იყვნენ კარგები და არ ცუდი ადამიანები.
 
მეორე ნაბიჯი - მას შემდეგ, რაც ბავშვთან გაარკვევთ, რომ არ სურს იყოს უზრდელი, დაეხმარეთ, როგორ ამოიღოს საკუთარი ლექსიკონიდან უცენზურო სიტყვები. შეგვიძლია ბავშვებს ვუთხრათ, რომ ყოველ სიტყვას აქვს საკუთარი ფერი, გემო და სუნი. უთხარით ,რომ წარმოიდგინოს, თუ როგორი სუნი, გემო და ფერი აქვს სიტყვებს: საჩუქარი, დედა, თამაში, ბედნიერება. შემდეგ უთხარით, რომ წარმოიდგინოს როგორი სუნი,ფერი და გემო აქვთ უარყოფით მოვლენებს. მოუყვანეთ მაგალითად რაიმე მისთვის ცნობილი მოვლენა, შემდეგ კი კითხეთ, რომელიმე უცენზურო სიტყვას როგორი ფერი, სუნი და გემო აქვს, მიეხმარეთ თქვენი მიმიკით, რომ მძაფრად აღიქვას. მათთვის ყველაფერი გასაგები გახდება სხვა ზედმეტი სიტყვების გარეშე. ეს მეთოდი გამოგადგებათ 10 წლამდე ბავშვებთან, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თუ თქვენ თავად იყენებთ უცენზურო სიტყვებს, ვერც ერთი მეთოდი ვერ დაგეხმარებათ.
 
 

მარიამ შარიქაძე
ფსიქოლოგი

გაგვიზიარეთ თქვენი ემოცია