გაკვეთილის ტემპერატურა

ბავშვები // 1/24/2019
გაკვეთილის ტემპერატურა

პატარა რომ ვიყავი მამამ მითხრა: „იცი მამიკო მე, შენს გარდა, კიდევ ძალიან ბევრი შვილი მყავს“-ო.. მე გავვოცდი, თვალები გამიფართოვდა და ჩემს თოჯინებს გადავხედე, ნუთუ ჩემზე მეტი? surprise
მამა მასწავლებელი იყო და იცოდა, როგორ გამოეწვია ჩემში სასიამოვნო ემოციები smiley
სკოლაში რომ მივედი, მე უკვე ვიცოდი ჩემი მომავალი პროფესია. ჩემს ცხოვრებაში ისე მოხდა, რომ თითქოს ამ პროფესიისთვის დავიბადე და ჩემი მეგობრები თუ ბევრს ფიქრობდნენ რა გამოსულიყვნენ, მე ჩემს პროფესიას უკვე ბავშობიდან ვეუფლებოდი.

"მარსოში" მუშაობის დაწყება ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო. ჩვენ არაფორმალურ განათლებას ვაძლევთ ჩვენს მოსწავლეებს და სკოლაში წასვლამდე ვასწავლით და ვაყვარებთ სწავლას. დასაწყისში ჩემმა „სუპერვიზორმა“ რომ მითხრა, ცოდნა ისე უნდა მისცე ბავშვებს, რომ „გაკვეთილი“ არ ჩაატაროო, სულაც არ გამკვირვებია. თუ მთელი ცხოვრება ადამიანისთვის გაკვეთილია, მაშინ თითოეული საგნისთვის გამოყოფილი 45 წუთი უბრალოდ პირობითი დროა, რომელიც ჩვენ გვაბარია - მასწავლებლებს და ეს დრო ბავშვის აღზრდა-განათლების ჯადოსნურ მომენტად უნდა გადავაქციოთ, თან ისე რომ სწორად ვაკონტროლოთ "გაკვეთილის ტემპერატურა".

დიახ, მე ვაკვირდები ხოლმე ჩემს მოსწავლეებს როდესაც ზარი ირეკება და ჩვენი ჯადოსნური დრო იწურება, როგორ უციმციმებთ თვალები და როგორ ლამაზად აქვთ დაბრაწული ღაწვები . იმ დროს მე ვგრძნობ, რომ ჩემი პროფესია - მასწავლებლობა, შედგა!

მარსოში კი თოთოეული დღე ასეთია პატარა მეგობრებთან ერთად, ყოველ დღე უნდა ითამაშო, შენც უნდა იყო პატარა მოსწავლე და გახსოვდეს, რომ შენ მათთვის მასწავლებელი ხარ! 

 

 

თუ ბავშვი გიყვარს, მასაც აუცილებლად ეყვარები, რადგან ჩვენს პროფესიაში ცალმხრივი სიყვარული არ მოსულა angel
 

ლანა შუკაკიძე
მასწავლებელი

გაგვიზიარეთ თქვენი ემოცია