ბავშვის ადაპტაცია თანატოლებთან

რჩევები // 2/27/2017
ბავშვის ადაპტაცია თანატოლებთან

ბავშვმა ისწავლა წერა-კითხვა, სანამ ბაღში მივიდოდა, თავდაჯრებულად გამოთქვამს რთულ სიტყვებს და  ესმის მათი მნიშვნელობა.

მშობლები თავის მხრივ მიიჩნევენ, რომ ძალიან კარგია ბავშვის ადრეული განვითარება, ახარებთ ეს ფაქტორი და ყველას წინაშე წარმოაჩენენ საკუთარი შვილის მიღწევებს.

სიტუაცია ძირითადად იცვლება მაშინ, როდესაც ბავშვი იწყებს თანატოლებთან ურთიერთობას. აღმოჩნდება, რომ მისთვის სრულიად უინტერესოა ახალი გარემო, ახალი მეგობრები და ზოგადად ის, რომ ახალს ვერაფერს ვერ  სწავლობს...

რა შეცდომები არ უნდა დაუშვას მშობელმა ამ დროს ბავშვთან მიმართებაში?
როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი განვითარებით წინ უსწრებს თავის თანატოლებს?

ბავშვები, რომლებიც ადრე ვითარდებიან  ძალიან განსხვავებულნი არიან  თანატოლებისგან.  უმეტეს შემთხვევაში ისინი განსაკუთრებით ჩაციკლულები არიან საკუთარ ინტერესებზე. მაგალითად: ბავშვს აინტერესებს რიცხვები, ამის ფონზე ის შეიძლება საათობით იჯდეს მათემატიკის წიგნთან, დაიმახსოვროს გამვლელი მანქანის ნომრები, რომლებიც დაინახა სეირნობისას, გამუდმებით თვალოს საგნები, რომლებიც სახლში აქვს.  თუ ბავშვს აინტერესებს ბიოლოგია, პატარაობიდან ისწავლის ყველა ცხოველის დასახელებას და მათ ქმედებებს, საათობით მოუყვება მშობლებს , თუ რას ჭამს თეთრი დათვი, ან  სად მიფრინავენ ფრინველები გამოსაზამთრებლად და ა.შ.

     ადრე განვითარებული ბავშვები, განუწყვეტლივ უსვამენ კითხვებს გარშემომყოფთ იმ სფეროდან, რომელიც მათ აინტერესებთ და აღელვებთ. ასეთი ბავშვები ყოველთვის წინ უსწრებენ სხვას ლაპარაკში, არიან მოუთმენელნი, იმპულსურები და ცელქები. მათ ურჩევნიათ ურთიერთობა ჰქონდეთ უფრო დიდი ასაკის ბავშვებთან ან ზრდასრულ ადამიანებთან, რამდენადაც ასეთ ურთიერთობებს მოაქვს ახალი ცოდნა. მიუხედავად ამისა, მშობლებს უნდა გახსოვდეთ რომ, აუცილებელია ბავშვი არ მოწყდეს ბავშვობას და მაქსიმალურად ჰქონდეს ურთიერთობა თანატოლებთან.

   სოციალური ადაპტაცია - ეს არის აუცილებელი ბავშვისთვის , რათა მას ჰქონდეს ბედნიერი ცხოვრება!

მოდი ვისწავლოთ კომუნიკაციის უნარჩვევები

შეცდომა:  ბავშვს არ ყავს მეგობრები, იმიტომ რომ ის მუდმივად ზის სახლში, ვერ ეგუება სხვა ბავშვებს და არ სურს ურთიერთობა მათთან, მშობლები კი სერიოზულად არ აღიქვამენ ამ ყველაფერს და გულში ფიქრობენ : "მართალია, რა უნდა ახლა გარეთ, რომ დრო არ დაკარგოს“, „მაინც მალევე უნდა გამოიქცეს სახლში, ის ხომ თავის თანატოლებს ვერ ეგუება“, ან  „არავინ არ ყავს თავისი ჭკუის და ამიტომ  ურჩევნია, რომ დრო ჩვენთან გაატაროს“.

რეკომენდაცია მშობლებს

  • ბავშვი არ უნდა მიაჩვიოთ მარტოობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ იპოვის საკუთარ ადგილს სოციუმში.
    გაარჩიეთ ბავშვებთან პრობლემები, რომლებიც მას აქვს თანატოლებთან. აუხსენით, თუ რატომ უჭირს სხვა ბავშვებთან საერთო ენის გამონახვა.
    თუ თანატოლებს არ სურთ მასთან ურთიერთობა, ეს იმიტომ რომ იგი ყოველთვის პირველი პასუხობს კითხვებს, ყველაზე სწრაფად ითვლის, ხატავს, აწყობს კონსტრუქტორს, აგრძნობინებს რომ მათზე მეტია, დამცინავად უყურებს, რადგან იმდენი არ იციან რამდენიც იცის მან. უთხარით. რომ აუცილებელი არ არის ამ ასაკში ბავშვმა იცოდეს ეს ყველაფერი და საერთოდ ყველა ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავებულნი არიან, ამიტომ, ისინი უნდა მივიღოთ ისეთები, როგორიც არიან. არ უნდა ვაგრძნობინოთ ჩვენი უპირატესობა, მითუმეტეს არ უნდა დავცინოთ, თუ შანსი გვექნება უნდა დავეხმაროთ ყოველგვარი საპასუხო მოლოდინის გარეშე.
  •  თუ  ბავშვს პრობლემები სხვებთან ურთიერთობებში იმიტომ გაუჩნდა, რომ იგი სხვებს არ აცლის ლაპარაკს, აუხსენით და ასწავლეთ მოქცევის წესები. უთხარით, რომ საჭიროა მოსმენა და შემდეგ პასუხის გაცემა, ზოგჯერ უდნა წავიდეს დათმობაზე, არავის არ უყვარს, რომ ვიღაც მასზე მეთაურობს. აუხსენით ბავშვს, რომ საბავშვო ბაღში თუ სკოლაში ყველა ბავშვი სხვადასხვა შესაძლებლობისაა და ყველას სჭირდება გამოავლინოს საკუთარი თვი, ამიტომ უნდა დააცადოს თანატოლებს, რომელებიც ნელა აზროვნებენ.
  • თუ ბავშვი უბრალოდ იწყენს თანატოლებთან, იმის გამო რომ მან მათზე მეტი იცის, შესთავაზეთ  კითხოს ბავშვებს მათი გართობების შესახებ. აუხსენით პატარას, რომ მეგობრობა - ეს  არ არის მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე  ლაპრაკი, ეს არის შესაძლებლობა, რომ რაღაც მეგობრისგანაც გაიგოს . მაგალითად, რითი ერთობა ის.  ასწავლეთ როგორ გაცვალოს ინფორმაცია ბავშვებთან ურთიერთობის დროს.  ბავშვთან ერთად იპოვეთ საინტერესო თემები, რომლებზეც იგი შესძლებს თანატოლებთან ისაუბროს ბაღში ან სკოლაში. მაგალითად გიორგი აგროვებს გემების მოდელებს, ესეიგი შეიძლება მას კითხოს რაიმე საინტერესო პირატებზე ან განძზე,რომელიც იმალება ოკეიანის ფსკერზე. 

ნუ გაზრდით ინტელექტუალურ სხვაობას

შეცდომა: ზოგი მშობელი, როდესაც შეამჩნევს  შვილს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, ბავშვისთვის ყიდულობს ისეთ სათამაშოებსა და წიგნებს, რომლებიც გათვლილია უფრო მაღალი ასაკის ბავშვებისთვის. ასეთი ქმედებით მშობელი უფრო მეტად ზრდის  საკუთარი ბავშვის ინტელექტს. შედეგად ასეთი ბავშვი უფრო განვითარებული ხდება ვიდრე მისი თანატოლი, სწორედ ამ დროს ხდება გაუგებრობა ბავშვსა და თანატოლებს შორის.

   ინტელექტუალურ განვითარებსათან ერთად, მნიშვნელოვანია ემოციური განვითარება.
თუ ბავშვს იშვიათად აქვს ურთიერთობა თავის თანატოლებთან, ხშირია შემთხვევები გაუგებრობისა, რისი მიზეზიც გახლავთ ემოციური გამოხატულებები.
ემოციური ინტელექტის  განვითარების გარეშე კი რთულია ადამიანმა მიაღწიო წარმატებას კარიერაში.

რეკომენდაცია მშობლებს

  • ეცადეთ, რომ თქვენმა შვილმა თვისი ინტერესები გაიფართოვოს  და მრავალფეროვანი გახადოს. ნუ მისცემთ საშუალებას, რომ მხოლოდ ერთ ან ორ საინტერესო სფეროზე იყოს ჩაციკლული. აუცილებელია, რომ ბავშვმა  ითამაშოს ფიზიკურად აქტიური თამაშები სხვა ბავშვების გარემოცვაში.

 

ვაჩუქოთ   სიყვარული და გაგება

შეცდომა :   დედ-მამა გამუდმებით უყვებიან ნათესავებს, თუ რა ნიჭიერი შვილი ყავთ. ბავშვიც მთელი ძალებით ცდილობს რომ გაამართლოს მათი სიტყვები. მისთვის მნიშნელოვანი ხდება პირველობა, საუკეთესოდ ყოფნა. თუ რაღაც პერიოდი, მშობლები არ შეაქებენ მას ბავშვს დაეწყება კომპლექსები, ის დაკარგავს საკუთარი თავის რწმენას და მიიღებს მძიმე ფსიქოლოგიურ ზიანს. ბავშვის გამუდმებული ქება დიდება, ბავშვში იწვევს გრძნობებს,რომლითაც იგი დამოკიდებული ხდება  გარშემომყოფთა აზრებზე.

რეკომენდაცია მშობლებს:

  • ნუ გააკეთებთ აქცენტს თქვენი შვილის მაღალ ინტელექტუალურ მხარეებზე. უთხარით ბავშვს,რომ თქვენ ის გიყვართ არა იმიტომ რომ  ასეთი ჭკვიანია და ამდენი რამ იცის, არამედ იმიტომ, რომ ის თქვენი შვილია.
    მხარი დაუჭირეთ მის წამოწყებებს, თავი არ აარიდოთ მის კითხვებს, თუნდაც ისინი უამრავი იყოს და არ შეესაბამებოდეს ბავშვის ასაკს. გამოიჩინეთ გაგება და სიყვარული ყველა სიტუაციაში.

თუ არცერთი ცდა არ დაგვირგვინდა წარმატებით...

თუ თქვენ მაინც ვერ მოახერხეთ თქვენი შვილის თანატოლებთან ურთიერთობა, ცადეთ გაიცნოთ ისეთი ბავშვის მშობლები, რომლის შვილებიც თქვენი შვილის მსგავსად ადრე არიან განვითარებულნი. ასეთი მშობლები შეიძლება იპოვოთ : ფორუმებზე, სოციალურ ქსელებში, სპეციალურ ცენტრებში ჭკვიანი ბავშვებისთვის. შეეხმიანეთ მათ, გააცანით ბავშები ერთმანეთს და ხშირად მოუწყვეთ ერთმანეთთან შეხვედრები.  ბავშვებს, რომელთაც აქვთ მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობები უთუოდ მოეწონებათ ერთმანეთთან კავშირი. მუდმივად გახსოვდეთ, რომ თუ მოინდომებთ ხელი შუწყოთ თქვენი შვილის ადაპტაციას თანატოლებთან, თქვენ ამას აუცილებლად  შესძლებთ.
გისურვებთ წარმატებებს!

მარიამ შარიქაძე
ფსიქოლოგი

გაგვიზიარეთ თქვენი ემოცია