მე, კოსმოსური ნამცეცებისგან ფორმირებულ ბურთზე ვცხოვორბ. სხვათაშორის შენც მეგობარო ;)

ბავშვები // 11/3/2016
მე, კოსმოსური ნამცეცებისგან ფორმირებულ ბურთზე ვცხოვორბ. სხვათაშორის შენც მეგობარო ;)

ეს საოცარი ამბავი რომ მოკლედ მოგითხროთ, ასე ამგვარად  უნდა დავიწყო მოყოლა:
იყო და არა იყო რა, იყო ერთი დიდი სამყარო. გახსოვთ, დედა რომ გვეუბნება ხოლმე ჩემი სამყარო ხარო, მართლაც სამყაროზე უფრო დიდი აღარაფერია. ერთხელაც, ამ სამყაროში  აფეთქდა ვარსკვლავი, ნამტვრევებმა დიდი სისწრაფით დაიწყო  ტრიალი.  გაზისგან შეიქმნა მზე და ნამტვრევებებისგან   ფორმირდა  პლანეტები.
დედამიწა  რომ გამორჩეული პლანეტა ყველა დანარჩენი პლანეტებისგან ამას ისიც მოწმობს, რომ შენ ცხოვრობ ამ პლანეტაზე!
-შენ კი რა გჭირდება ყველაზე მეტად გიფიქრია?
მაშინ ასე გკითხავ -
-რის გარეშე შეგიძლია გასძლო?
- წყლის? ჰაერის? თუ მიწის?
ოღონდ წარმოიდგინე მიწა საერთოდ რომ არ არსებობდეს შენი სახლი ფიზიკურად ვერაფერზე იდგებოდა, ანუ წყალში იცხოვრებდი, ფაქტობრივად თევზი იქნებოდი  ანუ მიწა უნდა გვქონდეს ადამინებს, რომ რაღაცაზე ვიცხოვროთ.
ალბათ ხვდები, რომ წყლის და ჰაერის გარეშეც ვერ შესძლებ ხომ?
 მოკლედ შევთანხმდით, ეს 3 კომპონენტი ადამიანის არსებობისთვის ყველაზე აუცილებელია, სხვა დანარჩენს კი ჩვენ ნელ-ნელა ერთად ვისწავლით და ავაშენებთ ;)
მე რაული ვარ 9 წლის, შაბათობით მარსოში დავდივარ და მეგობრებთან ერთად საინტერესო თემებზე ვსაუბრობ.
პლანეტებს რომ ღმერთების სახელები ერქვა რომაული მითოლოგიიდან აქ შევიტყვე. მაგალითად პლანეტა ვენერა სილამაზის ქალღმერთი იყო. ამიტომ მეცნიერებმა მას შემდეგ, რაც ტელესკოპი გამოიგონეს და პლანეტებზე დაკვირვება დაიწყეს გადაწყვიტეს, რომ პლანეტებისთვის სახელები დაერქმიათ, ვენერა კი ციმციმებდა და იპრანჭებოდა, სინამდვილეში ამ პლანეტაზე მოქმედი ვულკანებია და ფეთქდებოდა, მისი ზედაპირი კი მთლიანად ღრუბლებითაა დაფარული და ალბათ კარგად იცი, როცა ძალიან მოღუბლულია როგორ ელავს ხოლმე ცა, შორიდან კი ეს ელვები თურმე ციმციმად ჩანს, ამიტომ სილამაზის ღმერთის სახელი სწორედ ამ პლანეტას ერგო.
კიდევ რომ გავაგრძელო თითოეული პლანეტის შესახებ მოყოლა მოგბეზრდებათ და აღარ წაიკითხავთ, ამიტომ თავად იპოვნეთ ეს ინფორმაცია აქვე ინტერნეტში. 
ახლა კი ისევ დედამიწაზე მინდა გითხრათ, მე მუდამ მაოცებს მეცნიერებაზე ფიქრი. როგორ არის ეს ბურთები დაკიდული მზის სისტემაში, რა ძალა იჭერს და რა მოხდება თუ მიზიდულების ძალა აღარ იარსებებს? დიახ, ისინი სინამდვილეში დაკიდულები კი არ არიან, მზის მიზიდულობის ძალა იჭერს მათ, რომ უსასრულო კოსმოსში არ გაუჩინარდნენ, ამიტომ არასდროს ვკარგავთ მზეს, მას ყოველ დილას ვხედავთ როგორ ანათებს და გვათბობს.

მაგრამ რა არის დედამიწა? განა ის მართლა მტვერის ბურთია? განა ჩვენ მტვერზე ვცხოვრობთ? სასაცილოდ ჟღეს არა? თურმე სინამდვილეში, სანამ შენ ან მე გავჩნდებოდით, დედამიწა მართლაც მტვრისგან ფორმირდა, იმდენი უტრიალია ჩვენს დედამიწას მზის გარშემო რომ დამრგვალებულა და გამყარებულა. საინტერესოა ხომ? რომ გაიზრდები უფრო მეტს გაიგებ მის შესახებ, ჩვენ კი ამ ყველაფერმა უკვე დაგვაინტერესა და ყოველ შაბათს მარსოში ვიკრიბებით, ვცდილობთ გავარკვიოთ რა არის დედამიწა, სად ვცხოვრობთ, ჩვენ გარდა სხვა ხალხები რანაირად ცხოვრობენ იმ დიდ მტვრის ბურთზე რომელსაც დედამიწა ჰქვია, ამიტომ მივდივარ ხოლმე მარსოში ასეთ საინტერესო თემებზე სასაუბროდ. გირჩევ შენც შემოგვიერთდე და გაიგო უფრო მეტი ვიდრე სხვა ჩვენმა თანატოლებმა იციან. ახლა კი დროებით მომდევნო სტატიაზე მუშაობა უნდა დავიწყო, მალე იმასაც გეტყვით ჩვენ, საქართველოში რომელი ცივილიზაციის შთამომავლები ვართ, რატომ ქვია ჩვენს იავნანას ეს სახელი და რატომ გვჯეროდა დევების, ჯერ ბევრი რამ არ ვიცი ამის შესახებ, ამ შაბათს უფრო მეტს გავიგებ მარსოში და ახალ სტატიასაც სწორედ ამის შესახებ დავწერ 

მომავალ შეხვედრამდე.



ავტორი: რაულ ხუჭუა 
 

გაგვიზიარეთ თქვენი ემოცია