სასკოლო მზაობა

დარეგისტრირდი ახლავე

სასკოლო მზაობა

5-6 წელი "მე და ჩემი სამყარო"

სექტემბერი - კოსმოსი
ოქტომბერი - დედამიწა/ეკოლოგია
ნოემბერი - ფლორა და ფაუნა
დეკემბერი - ქვეყნები და ღირშესანიშნაობები
იანვარი - მითები და ლეგენდები
თებერვალი - უძველესი ცივილიზაციები
მარტი - აღმოჩენები და გამოგონებები
აპრილი - ხელოვნება
მაისი - პროფესიები
ივნისი - ლიტერატურა

სწავლის მეთოდები

თემებით სწავლა,კეთებით სწავლა, თამაშით სწავლა

მუშაობის პრინციპები

ქცევის მართვის პოზიტიური მიდგომა
ბავშვზე ინდივიდულაური მიდგომა
მულტიდისციპლინური მუშაობა და ჯგუფური აქტივობები

სწავლებისთვის აუცილებელი დამხმარე გარემო

უსაფრთხო და ბავშვის ასაკზე ადაფტირებული გარემო
თითოეულ ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა 15 ბავშვი
თემატურად მოწყობილი ოთახები
სრული ტექნიკური უზრუნველყოფა

შედეგები

ბავშვი ხდება სასწავლო გარემოსთან ადაპტირებული
კარგად უნვითარდება სოციალური უნარ-ჩვევები
უყალიბდება რიგის დაცვის, ემოციების მართვის, მოსმენის და კეთების უნარები;
სწორად გამოიმუშავებს თვითშეფასებას
სწავლობს და ხალისით ეუფლება სწავლების პროცესებს

უფრო მეტი ინფორმაცია ჩვენი მეთოდის შესახებ :)

სკოლა ადამიანის განათლებაში პირველი საფეხურია, შესაბამისად პირველი ნაბიჯის გადადგმა ბავშვისთვის და მისი ოჯახისთვის მეტად საპასუხისმგებლოა და როგორც წესი ამაღელვებელი. სკოლაში პირველივე დღიდან ჩნდება ახალი ვალდებულებები და წესები, რომლებსაც ისინი უნდა დაემორჩილონ. ბავშვის განვითარებისა და ადრეული განათლების სფეროში განხორციელებული კვლევების საფუძველზე მეცნიერები თანხმდებიან რომ სკოლისათვის მზაობა სხვადასხვა უნარებს გულისხმობს.

მოსწავლის ფიზიკური და მოტორული მზაობა

მოსწავლის ფიზიკური და მოტორული მზაობა, წვრილი და ნატიფი მოტორული უნარების განვითარება - რომელზეც, მარსოში შემოქმედებითი უნარების განვითარებასთან ერთად ვზრუნავთ.

ენობრივი განვითარება

შემეცნება და ზოგადი ცოდნა, მარსოში დიდ ყურადღებას ვაქცევთ მოზარდის აღქმას, ჩვენი პროგრამით ვცდილობთ დავეხმაროთ გაიაზროს, რა ხდება სამყაროში მის ირგვლივ, რა არის მზაის სისტემა, რატომ არის მხოლოდ დედამიწაზე სიცოცხლე, როგორ შეიქმა ეს სამყარო სადაც იგი ცხოვრობს, რა ხდება მის გარშემო, როგორ მოვედით დღემდე და რისი გაკეთება შეგვიძლია ხვალ. ჩვენი მიზანია განვსაზღვროთ - რა? ვისწავლოთ როგორ? და გავიგოთ რისთვის?

შემეცნება და ზოგადი ცოდნა

შემეცნება და ზოგადი ცოდნა, მარსოში დიდ ყურადღებას ვაქცევთ მოზარდის აღქმას, ჩვენი პროგრამით ვცდილობთ დავეხმაროთ გაიაზროს, რა ხდება სამყაროში მის ირგვლივ, რა არის მზაის სისტემა, რატომ არის მხოლოდ დედამიწაზე სიცოცხლე, როგორ შეიქმა ეს სამყარო სადაც იგი ცხოვრობს, რა ხდება მის გარშემო, როგორ მოვედით დღემდე და რისი გაკეთება შეგვიძლია ხვალ. ჩვენი მიზანია განვსაზღვროთ - რა? ვისწავლოთ როგორ? და გავიგოთ რისთვის?

სოციალური და ემოციური განვითარება

სოციალური და ემოციური განვითარება, იგულისხმება სხვებთან ურთიერთობის უნარი - რიგითობის დაცვა და თანამშრომლობა, საკუთარი თავის აღქმა - ვინ ვარ და რა შემიძლია, გუნდურობის შეგრძნება ჯგუფში . ჩვენი დამხმარე აქტივობა "საბავშვო ინტელექტუალური თამაშები" სწორებ განსაზღვრულია ამ უნარის წარმატებით განხორციელებისათვის, სადაც მოსწავლეები საკუთარ თავს პოულობენ, აქვთ განცდა ლიდერობის ხოლო შემდეგ, ირგებენ როლს ჯგუფში და ხდებიან კარგ "თანამშრომლები". აქვე ცოტა რამ "საბავშვო ინტელექტუალირი თამაში"ს შესახებ: ჩვენი თამაში დაახლოებით "რა სად როდის" ფორმატისაა, ბავშვები სხდებიან მრგვალი მაგიდის გარშემო, რომელზეც სპეციალური ბორბალია განთავსებული. ჩვენ წინასწარ ვამზადებთ კითხვებს ნასწავი თემის შინაარსის მიხედვით და ვალაგებთ მაგიდაზე, ამ დროს ცოდნა რომელიც აბსტრაქტული მცენაა ბავშვებისთვის კონკრეტული ხდება და საკუთარი თვალით ხედავენ როგორ მატულობს მათი ცოდნა ყოველი ახალი თემის გავლისას ინტელექტუალურ თამაშზე. ბავშვები თამაშში გულმოდგინედ ერთვებიან, მოგება/წაგებას წამყვანი არეგულირებს - მოსწავლეების ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით. ამ თამაშის მიზანია განათლების და ცოდნის პრიორიტეტი ვაჩვენოთ ბავშვებს. მათი შემართება სწავლის მიმართ იზრდება, უდიდესი მოტივაცია აქვთ იყვნენ ლიდერები და ამავდროულად სწავლობენ გუნდურობას.

სწავლისადმი მიდგომა

ჩვენ ვირჩევთ თამაშით სწავლას, რადგან თამაშის დროს ყველაზე დადებითი ემოციები იღვიძებს ბავშვში და ასე ნასწავლი ყველაზე დიდიხანს ამახსოვრდება. ადამიანი ცოდნას მთელი ცხოვრების განმავლობაში აშენებს, ხოლო რაც უფრო ძლიერია მისი ფუნდამენტი, რომელიც სწორედ ამ ასაკში იყრება, მით უფრო დიდი და ფართოდ შენების წინაპირობაა.

მარსოში სამი სასკოლო მზაობის ჯგუფი ემზადება სკოლისთვის. აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ჯგუფი დროის მიხედვით და დარეგისტრირდით. გისურვებთ წარმატებას!