ჩვენს შესახებ

მარსო სკოლისთვის მოსამზადებელი სივრცეა, სადაც პროფესიონალთა გუნდი სიყვარულით ზრუნავს თქვენი შვილების, შესაძლებლობების წარმოჩენისთვის, რომ მათ ჰქონდეთ არჩევანის უფლება და მყუდრო კომფორტული გარემო, სადაც ისინი თავისი ნებით აირჩევენ სწავლას, შეიყვარებენ და შესძლებენ მის გამომჟღავნებას. ჩვენი ამოცანაა, ბავშვმა უკეთ დაინახოს სწავლის მნიშვნელობა და სიყვარულით დაეუფლოს ცოდნის მიღების პროცესს.

მარსოს სასწავლო პლატფორმა აერთიანებს მსოფლიოში წარმატებულ სასწავლო სისტემებს, როგორიცაა:

თემებით სწავლა
თამაშით სწავლა
კეთებით სწავლა, რაც გულისხმობს ერთი თემის ირგვლივ კომპლექსურ მიდგომას.

თამაშით სწავლა

თამაშის დროს, ყველაზე დადებითი ემოციები იღვიძებს ბავშვში, ბიოლოგიურად ამ დროს სიამოვნების ჰორმონი გამოიყოფა ორგანიზმში და ასე ნასწავლი ყველაზე დიდხანს ამახსოვრდებათ, როგორც, რაღაც შთამბეჭდავი მოვლენა.

სასკოლო ასაკი, სწორედ ის ასაკია, როდესაც სწავლის მიმართ დამოკიდებულება ყალიბდება. მარსოს მიზანიც სწორედ ესაა, რომ ბავშვისთვის სწავლა აქციოს სიამოვნებად და პრიორიტეტულად!

მარსოში დიდი თუ პატარა მუდამ თამაშის პროცესშია. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თამაში კი „მარსოს ინტელექტუალური თამაშია“, რომელიც უკვე 4 წელია ახარებს ბავშვებს და ასწავლის ინტელექტუალური უნარებით გამარჯვებას. სკოლამდელი ასაკის ბავშვი, საკუთარი ინტელექტუალური უნარებით გამარჯვებას რომ სწავლობს, ეს წარმატებული კარიერის და ცხოვრების საწინდარია.

სწორედ ეს იდეაა ჩადებული მარსოს თამაშებში, ვასწავლოთ ბავშვებს საკუთარი შესაძლებლობების დანახვა, გამარჯვების სიხარული და სწავლის სიამოვნება!

თემებით სწავლა

მარსო თავისი კონცეფციით, არაფორმალური სკოლაა და სწავლების ისეთ მეთოდებს იყენებს, რომელიც ბავშვზეა მორგებული.

მაგალითისთვის წარმოვიდგინოთ ბუნებრივი პროცესი, როდესაც პატარამ დაიწყო სიტყვების წარმოთქმა. მშობელი ჯერ ცდილობს ოჯახის წევრების სახელი ათქმევინოს ბავშვს, შემდეგ კი საკვების დასახელებაზე გადადის და ასე შემდეგ. დროთა განმავლობაში უფროსი პატარას ეხმარება გაარჩიოს, ხილი ბოსტნეულისგან, ასწავლოს ცხოველები შემდეგ კი მათ გარჩევას ასწავლის,შინაურია თუ გარეული.

ეს ყველაფერი გულისხმობს, რომ ბავშვის გონება მიჩვეულია სტრუქტურირებას, რადგან ასეთი ფორმით ბავშვი უკეთ აღიქვამს. მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული მეთოდი, რომელსაც ფინელები იყენებნ განათლებაში სწორედაც, რომ „თემებით სწავლაა“, სადაც სტრუქტურულად, თემებადაა დაშლილი ზოგადი განათლების საკითხები და თითო თემის შესწავლის პროცესი მოიცავს, კომპლექსურ ჩართულობას, ბავშვის ასაკის შესაფერის, ყველა აქტივობაში, ერთი თემის ირგვლივ.

მარსომ, საკუთარ საავტორო პროგრამაში გაითვალისწინა განათლებაში ყველა წარმატებული მეთოდი, გაიაზრა ბავშვების ინტერესები, სურვილები და შექმნა ძალიან ეფექტური სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა: „მე და ჩემი გარემო“ - ასაკი 3-5 წელი „მე და ჩემი სამყარო“ - ასაკი 5-6 წელი

კეთებით სწავლა

ერთერთი წარმატებული მეთოდია თანამედროვე განათლებაში, ამ დროს ბავშვი საკუთარი გამოცდილებით სწავლობს და ამავდროულად ძალიან ბევრ მნიშვნელოვან უნარს ეუფლება:

მოსმენის
თანმიმდევრულობის
აღქმის და შემოქმედებითად გადაწყვეტის უნარებს

ეს პროცესი სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ეხმარება ძირითადი სასკოლო უნარების გამომუშავებაში. ამ დროს აქტიურად ჩართულია ნატიფი და მსხვილი მოტორიკა, ყურადღების კონცენტრაცია, აზროვნება და ასევე სოცილაური უნარები. კეთების პროცესში ბავშვები ერთმანეთს საკუთარ შესაძლებლობებს და შეხედულებებს უზიარებან, რაც მათ ერთმანეთთან ურთიერთობას ასწავლის.

2015
2016
2017
2018