წარმატებილი მეთოდი ფინურ განათლებაში, რომელიც ერთი თემის ირგვლის კომპლექსურად მოიცავს სავარჯიშო აქტივობებს, ინფორმაციას, ვიზუალურ მასალას და ასე შემდეგ. რაში მდგომარეობს ამ მეთოდის ეფექტურობა? - როდესაც ბავშვი ერთი თემის ირგვლივ იღებს ცოდნას და პარალელურ რეჟიმში მის რეალიზაციას ახდენს სხვადასხვა თამაშით, იგი გრძნობს ცოდნის მნიშვნელობას, უჩნდება კითხვები და ამ კითხვების პასუხებს თვითონვე პოულობს.
კოსმოსი - ჩემი სამყარო, ეს პირველი თემაა რითაც მარსო ბავშვებთან კომუნიკაციას იწყებს სექტემბერში. თემა თავისი მისტიურობით ბავშვებში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს, "კოსმოსში მოგზაურობა" საუკეთესო გზაა მათ მოსახიბლად და ერთ დიდ ინტელექტუალურ თამაშში ჩასართავად.
დედამიწა - ეს ჩვენი კოსმოსური მისამართია
კოსმოსიდან დაბრუნებულებს გვჭირდება მყარად დავდგეთ მიწაზე, ჩავისუნთქოთ ჰაერი და დავლიოთ
წყალი, გავაცნობიეროთ რომ ეს სამი კომპონენტი მხოლოდ ჩვენს პლანეტაზე - მიწა წყალი და ჰერი.
თქვენ თუ გაგიგიათ, რომ ადამიანი და დედამიწა ერთნაირი პროცენტულობით შეიცავს წყალს?
დიახ, დიახ დაახლოებით 70% წყალია დედამიწაზეც და ჩვენს ორგანიზმშიც, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ რომ
ეს უბრალო დამთხვევა არ უნდა იყოს და ეკოლოგიზე ზრუნვა სწორედაც რომ ჩვენი ვალია.
ჩვენს გარდა დედამიწაზე კიდევ უამრავი ცოცხალი ორგანიზმი ცხოვრობს -ამას შემდეგ თემაში
მოგითხრობთ.
მცენარეები და ცხოველები ჩვენი პლანეტელები არიან. ზოგი გარეულია ზოგიც შინაური, ზოგი სასარგებლო და ზოგიც უბრალოდ ლამაზი. უამრავი ნიშანთვისება აქვთ მათ მაგრამ ამას აქ ვერ ჩამოვთვლით. ბავშვების ინტერესი ამ თემის მიმართ ძალიან დიდია და ხშირად მათგანაც ბევრ საინტერესო ინფორმაციას ვისმენთ თემის გარშემო. ჩვენ კი ამ საინტერესო თემით სხვადასხვა კონტინენტებზე ვმოგზაურობთ და ძალიან ადვილი ხდება დავიმახსოვროთ სად არის რუქაზე ავსტრალია და სად სამხრეთ ამერიკა.
კონტინენტების გაცნობის შემდეგ უფრო კონკრეტულები ვხდებით - ქვეყნებს და ღირშესანიშნავ ქალაქებს ვეცნობით.
"საინტერესო ამბებში მოგზაურობას" ჩვენი ქვეყნით ვიწყებთ და მაგელანივით ვუვლით მთელ დედამიწას.
ამასობაში, შობა-ახალი წელიც გვიახლოვდება და ჩვენი ცოდნა სამყაროს შესახებ უფრო ნათელს ხდის ამ
დღესასწაულის სიხარულის გააზრებას.
მარსოელები ამ დროს უკვე კარგად იცნობენ საკუთარ სამყაროს. მათ დიდი მოლოდინი აქვთ ახალი
წლიდან, ადამიანის როლი გაიაზრონ, ამ სამყაროში.
იანვრის თემა მითები და ლეგენდები ისევე როგორც თემა- კოსმოსი, მისტიური და ზღაპრულია. შეუძლებელი არ მოიხიბლო და არ მოგინდოს უსმინო მითებს: პრომეთეზე და ამირანზე, არგონავტებზე, ოლიმპოს მთაზე და იქაურ ღმერთებზე, შეუძლებელი არ მოგინდეს გმირობა, ან არ სცადო ბაბილონის გოდოლის აშენება - ლეგოებით.
- მითი უფრო ნამდვილია თუ ლეგენდა?
- მითი მემგონი რაღაცაში ჭირდებოდათ ადამიანებს და გამოიგონეს, ლეგენდა კი მგონი ცოტა
მართალი უნდა იყოს.
დიახ, ადამიანის როლი სამყაროში, სწორედაც რომ მსჯელობით და აზროვნებით აზროვნებით იწყება!
თემა, რომელიც გვეუბნება, რომ ჩვენი შესაძლებლობები განუზომელია, მთავარია
მოვინდომოთ!
კარვებში ტომობანას თამაშით დაწყებული, თიხის გრაგნილებზე ჩვენი ახლად ნასწავლი,
ასოების ამოტვიფრით დამთავრებული, ვთამაშობთ და ვისმენთ მსოფლიო საოცრებებს.
ამ დროს მარსოელებთან თამაშს, არაფერი ჯობს, მათი ფანტაზია, მათი კითხვები
ნამდვილად გასაოცარია, ისინი ნამდვილი აღმოჩენები არიან.
თემა, რომელიც ჩვენი პატარა მეგობრების კითხვებს პასუხობს. თემის დასასრულს, ჩვენს კითხვაზე: თუ რა იყო ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა, თითოეულ მარსოელს სხვადასხვა აქვს. ჩვენთვის კი ნამდვილად ისინი არიან წლის აღმოჩენები
მხატვრობა, კინო თეატრი, მუსიკა, ლიტერატურა, სპორტი...
ეს თემა თავისი მოცულობით ძალიან დიდია,
ამ პერიოდში, მარსოელების ინტერესი ზოგადად ცოდნაზე უკვე საგრძნობლად გაზრდილია.
პატარა ინტელექტუალები ამ სამყაროს სრულფასოვან წევრებად გრძნობენ თავს და ის ცნობილი
ადამიანები რომელთა შემოქმედებასაც ეცნობიან მათთვის ძალიან საინტერესო.
ამ თემას ერთ თვეში ვერ ამოვწურავდით და მომავალი თემებიც ამ თემის ლოგიკური გაგრძელებაა.
მონა ლიზას ავტორს, ლეონარდო და ვინჩის იცოდით რომ 13 პროფესია ქონდა?
ხოდა მის პროფესიებს, რომ გავეცნობით უკვე ჩვენც ვიცით ცამეტი პროფესიის შესახებ, გარდა ამისა მარსოელების მშობლებიც გვიზიარებენ საკუთარ პროფესიებს და აქეთ იქითაც ვმოგზაურობთ ქალაქში სხვადასხვა ადგილებში დასაქმებულ პროფესიონალებს ვეცნობით.
კი გაგიკვირდებათ რა დროს პროფესიის არჩევააო, მაგრამ, სკოლაში, რომ მიდიხარ რაიმე მიზანი ხომ უნდა გქონდეს წინასწარ ჩამოყალიბებული? დილით ადრე ადგომა რომ არ გეზარებოდეს და სწავლა გიხაროდეს.
* მოსმენის კულტურა
* გააზრების უნარი
* მსჯელობის უნარი
* აზრის ჩამოყალიბების და გადმოცემის უნარი