რა ინფორმაციას ვიღებთ
მოკლე სარეგისტრაციო ფორმით გვაწვდით მშობლის სახელს, ტელეფონის ნომერს და თქვენთვის საინტერესო პროგრამას.
გაცნობითი შეხვედრის წინასწარი ფორმა შეიძლება მოიცავდეს ბავშვის სახელს, დაბადების თარიღს, ასაკს, შერჩეულ პროგრამას, ოჯახურ გარემოებებს, ბავშვის ინტერესებსა და ქცევით თავისებურებებს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, კომუნიკაციის საჭიროებებსა და ოჯახის მოლოდინებს. ჯანმრთელობასა და ოჯახურ გარემოებებთან დაკავშირებული პასუხები ნებაყოფლობითია.
რისთვის ვიყენებთ ინფორმაციას
სარეგისტრაციო მონაცემებს ვიყენებთ მხოლოდ იმისთვის, რომ დაგიკავშირდეთ და მოგაწოდოთ ინფორმაცია პროგრამის, თავისუფალი ადგილებისა და გაცნობითი ვიზიტის შესახებ.
წინასწარი გაცნობითი ფორმის პასუხები გამოიყენება პირველი შეხვედრის მოსამზადებლად და ბავშვის უსაფრთხო, მშვიდი და კომფორტული ადაპტაციის ხელშესაწყობად. სრულ პასუხებს პირადად ეცნობა მარიამ შარიქაძე; გუნდს საჭიროების შემთხვევაში უზიარდება მხოლოდ ამ მიზნისთვის აუცილებელი ინფორმაცია. მონაცემებს სარეკლამო გზავნილებისთვის ცალკე თანხმობის გარეშე არ ვიყენებთ.
როგორ იგზავნება ფორმა
ფორმების ტექნიკურად გადასაგზავნად ვიყენებთ Web3Forms-ს. სერვისი ამუშავებს პასუხებს და აგზავნის მათ მარსოს მიერ მითითებულ ელფოსტაზე. Web3Forms-ის ინფორმაციით, მისი სერვერები განთავსებულია აშშ-ის აღმოსავლეთ რეგიონში და ტექნიკური ჟურნალები შეიძლება დროებით შეიცავდეს პერსონალურ ინფორმაციას.
გაცნობით ფორმაში ჯანმრთელობასთან და ოჯახურ გარემოებებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარება ხდება მხოლოდ მშობლის მკაფიო თანხმობით.
შენახვა და წაშლა
ინფორმაციას ვინახავთ მხოლოდ კომუნიკაციისა და რეგისტრაციის პროცესისთვის საჭირო დროით. თქვენი მონაცემების ნახვის, შესწორების ან წაშლის მოთხოვნისთვის მოგვწერეთ info@marso.ge-ზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 09 03 03.