სკოლამდე არის მარსო

მარსოს საავტორო პროგრამა

10 თემა სამყაროზე

ერთწლიანი მოგზაურობა, რომელიც აერთიანებს ინტელექტუალურ, ფიზიკურ, სოციალურ, ემოციურ და პიროვნულ განვითარებას.

ასაკი
5–6 წელი
ფასი
900 / თვე
მარსოს 5–6 წლის ბავშვები ერთობლივი შემოქმედებითი აქტივობის დროს
პროგრამა განკუთვნილია 5–6 წლის ბავშვებისთვის
სკოლისთვის მზაობა

საკუთარი თავისა და სამყაროს გაცნობით იწყება

მარსოში სკოლისთვის მზადება არ იწყება ასოების დაზეპირებით ან მათემატიკური მაგალითებით. ის იწყება იმ დღიდან, როცა ბავშვი საკუთარ თავს, ადამიანებსა და სამყაროს უკეთ იცნობს.

01

მე

ბავშვი უკეთ იცნობს საკუთარ თავს, ემოციებს, შესაძლებლობებსა და ინტერესებს.

02

სხვები

სწავლობს ურთიერთობას, თანამშრომლობას, მოსმენასა და თანაგრძნობას.

03

სამყარო

იკვლევს გარემოს, სვამს კითხვებს და საკუთარ ადგილს უფრო ფართო სამყაროში ხედავს.

ავტორი და ჯგუფის პედაგოგი

ფსიქოლოგიაზე დაფუძნებული პროგრამა, რომელიც ყოველდღიურად ცოცხლდება

„10 თემა სამყაროზე“ შექმნილია ბავშვის მთლიან განვითარებაზე ზრუნვით — იდეიდან ყოველ კონკრეტულ თამაშამდე, პროექტამდე და დისკუსიამდე.

პროგრამის ავტორი

მარიამ შარიქაძე

მარსოს დამფუძნებელი და ფსიქოლოგი — საავტორო პროგრამის იდეისა და განვითარების მიმართულების ავტორი.

ჯგუფის წამყვანი პედაგოგი

ნინო ძიძიკაშვილი

გამოცდილი პედაგოგი და ფსიქოლოგი, რომელიც ბავშვებთან ერთად ყოველდღიურად აცოცხლებს პროგრამას.

10 დიდი თემა

უნარები, რომლებიც ბავშვს სკოლაზე ბევრად შორს მიჰყვება

წლის განმავლობაში თითოეული თემა ახალ კითხვას, გამოცდილებასა და განვითარების რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს.

01

საკუთარი თავის გაცნობა

ბავშვი უკეთ ხედავს საკუთარ ემოციებს, ინტერესებსა და ძლიერ მხარეებს.

02

ურთიერთობა და თანაგრძნობა

თანამშრომლობა, სხვისი მოსმენა და საერთო მიზნისთვის მოქმედება ყოველდღიურ გამოცდილებად იქცევა.

03

კრიტიკული აზროვნება

კითხვების დასმა, ვარაუდის გამოთქმა და პასუხების ძიება დამოუკიდებელ აზროვნებას აძლიერებს.

04

შემოქმედებითი გამოხატვა

ბავშვი საკუთარ იდეებს სიტყვით, ნახატით, მოძრაობითა და თამაშით გამოხატავს.

05

ადგილი სამყაროში

გარემოსა და საზოგადოების აღმოჩენა ბავშვს საკუთარი როლის დანახვაში ეხმარება.

06

სკოლასთან შეხვედრა

ახალ ეტაპს ბავშვი თავდაჯერებით, ინტერესითა და სწავლის სიხარულით ხვდება.

  • თამაში
  • ექსპერიმენტი
  • პროექტი
  • დისკუსია
  • შემოქმედება
  • რეალური გამოცდილება
დიახაც, თამაშით

სასკოლო გარემოსთან მშვიდი და საინტერესო გაცნობა

მარსოელები უამრავი აქტივობით, სასკოლო სივრცესავით მოწყობილ ოთახში, გაკვეთილების ცხრილით თამაშობენ „სკოლობანას“. ბავშვი ეცნობა რიტმსა და წესრიგს ისე, რომ თამაში კვლავ სწავლის მთავარი ფორმაა.

სკოლისთვის მზაობა ნიშნავს, რომ ბავშვს შეუძლია იფიქროს, იკითხოს, მოუსმინოს, ითანამშრომლოს, საკუთარი აზრი გამოხატოს და სიხარულით შეხვდეს ახალ გამოწვევებს.
ყოველდღიური პროგრამა

აქტივობები, რომლებიც მზაობას მთლიან გამოცდილებად აქცევს

ენა, მეტყველება, საზოგადოება, მოძრაობა, მუსიკა და ინტელექტუალური თამაშები ერთიან, ასაკზე მორგებულ პროცესში ერთიანდება.

01

ინგლისური

ნათია მასწავლებლის ავტორული თამაშები უცხო ენაზე საკომუნიკაციო უნარებს ავითარებს.

02

სკოლობანა

ანბანობანა, ციფრობანა, „რამდენია?“ და „როგორია?“ — პირველი აკადემიური აღმოჩენები თამაშით.

03

მეტყველების განვითარება

მოსმენა, ამბის გადმოცემა, მსჯელობა და საკუთარი აზრის მკაფიოდ გამოხატვა.

04

როლური თამაშები

სხვადასხვა როლი ავითარებს წარმოსახვას, ემპათიასა და თავისუფალ კომუნიკაციას.

05

ფსიქოლოგის საათი

ემოციებზე, ურთიერთობებსა და ყოველდღიურ გამოცდილებაზე ასაკისთვის გასაგები საუბარი.

06

მე და საზოგადოება

საკუთარი როლის, საერთო წესებისა და პასუხისმგებლობის აღმოჩენა.

07

მუსიკა

რიტმი, სიმღერა და მოსმენა აძლიერებს ყურადღებასა და ემოციურ გამოხატვას.

08

ტანვარჯიში

მოძრაობა, ბალანსი და კოორდინაცია ბავშვს სხეულის თავდაჯერებულობას მატებს.

ძლიერი საფუძველი

ცოდნა და უნარები, რომლებიც ბავშვს თან მიჰყვება

პროგრამის ღირებულებაა 900 ლარი თვეში. „10 თემა სამყაროზე“ ბავშვს აძლევს საფუძველს, რომელსაც წარმატებების გზაზე ყოველთვის თან ატარებს.

დარეგისტრირდით