უსაფრთხოება
გარემო, სადაც ბავშვს შეუძლია მშვიდად და ინტერესით გადადგას პირველი ნაბიჯები.
სკოლამდე არის მარსო
ეს ასაკი განსაკუთრებულია. ხშირად ეს არის ბავშვის პირველი გამოცდილება ოჯახის გარეთ, ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანია უსაფრთხოების, ნდობისა და სიმშვიდის განცდის შექმნა.
ბავშვისთვის ახალი გარემოს გაცნობა ნელა და ფრთხილად იწყება. ჩვენ ვქმნით ყოველდღიურობას, სადაც თითოეული პატარა თავს მიღებულად გრძნობს და საკუთარ ტემპში ეჩვევა მარსოს.
გარემო, სადაც ბავშვს შეუძლია მშვიდად და ინტერესით გადადგას პირველი ნაბიჯები.
თბილი, თანმიმდევრული ურთიერთობა ბავშვთან და პარტნიორობა ოჯახთან.
სტაბილური რიტმი, ნაცნობი ადამიანები და დრო ადაპტაციისთვის.
ჯგუფს სიყვარულით უძღვებიან ლამზო და იაკო — ორი მზრუნველი და გამოცდილი პედაგოგი, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან გარემოს, სადაც თითოეული პატარა თავს დაცულად და მიღებულად გრძნობს.
მზრუნველი და გამოცდილი მეგზური ბავშვის ახალ ყოველდღიურობაში.
ნაცნობი, მშვიდი ადამიანი, რომელიც ბავშვს ნდობის შექმნაში ეხმარება.
მთელი პროცესის განმავლობაში ჯგუფს თან ახლავს ფსიქოლოგის მხარდაჭერა — როგორც ბავშვებისთვის, ისე მშობლებისთვის. გვჯერა, რომ წარმატებული ადაპტაცია ოჯახთან პარტნიორობით იწყება.
ბავშვები ყოველდღიურად თამაშით იკვლევენ სამყაროს, ავითარებენ ხუთივე შეგრძნების არხს და სწავლობენ უშუალო გამოცდილებით.
ყოველი აქტივობა პატარა აღმოჩენაა — შეხებით, მოძრაობით, სმენით, მხედველობითა და სხვადასხვა შეგრძნებით.
ამ ჯგუფში დამატებითი წრეები არ გვაქვს, რადგან გვჯერა, რომ 2–3 წლის ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის მშვიდი, სტაბილური და ხარისხიანი ყოველდღიური გამოცდილება, რომელსაც სწორედ მისი ძირითადი პედაგოგები ქმნიან.
ამ ასაკში მეტი დატვირთვა არ გვჭირდება — გვჭირდება მეტი ნდობა, დრო და თანმიმდევრულობა.
პროგრამის ღირებულებაა 900 ლარი თვეში. ეწვიეთ ჩვენს სივრცეს, გაიცანით გუნდი და ერთად მშვიდად დავგეგმოთ ბავშვის პირველი დღეები მარსოში.